https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მუნიციპალიტეტებს სახელმწიფომ არ გადასცა საკმარისი ქონება და ფინანსები”

16:01; 25.01.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 86%-ს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია; 67 %-ს შეხება არ ჰქონია მერიასთან. გამოკითხულთა 37% საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია, ხოლო 33% კმაყოფილებას მერიის მუშაობასთან დაკავშირებით გამოთქვამს. რაც შეეხება უკმაყოფილო მოქალაქეთა მაჩვენებელს, გამოკითხული მოსახლეობის 23% საკრებულოს მუშაობით არის უკმაყოფილო, ხოლო 27% _ მერიის მუშაობით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფით, საკრებულოს მუშაობის პროცესში, მართლაც, გამორჩეულია.

"ჩვენ ამ მიმართულებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სხვადასხვა პროექტები გავახორციელეთ. ესენია: საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრების ფუნქციონირება, სმს სისტემის დანერგვა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით თვითმმართველობის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ქმედითმა ნაბიჯებმა განაპირობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩართვა ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში. თუმცა, კვლევა მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მოსახლეობა თანდათან უნდა მიეჩვიოს, რომ მათი ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი აღსრულების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით", _ აღნიშნა დიმიტრი კვერღელიძემ.

არსებობს თუ არა კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის? ამასთან დაკავშირებით სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა მასშტაბურია:

"ეს მხოლოდ კომუნიკაციის საკითხი არ გახლავთ _ პრობლემა უფრო მასშტაბურია. 2013 წელს დაწყებული რეფორმის მიტოვება, მასზე უარის თქმაა პრობლემა. მუნიციპალიტეტებს სახელმწიფომ არ გადასცა საკმარისი ქონება და ფინანსები. მხოლოდ საკრებულოების, მერებისა და გამგებლების არჩევა და მსგავსი წინგადადგმული ნაბიჯი არ არის საკმარისი დეცენტრალიზაციისთვის. მოსახლეობამ დაინახა, რომ ის არჩეული ჩინოსნებიც, რესურსის უქონლობის გამო, ვერ უწყვეტენ პრობლემას. ამას დაემატა თვითმმართველობასთან დაკავშირებული არა ერთი ნეგატიური ინფორმაცია თუ გადაწყვეტილება. მათ შორის, მმართველი კოალიციის ყოფილ წევრთა განცხადებები სუს-ის მიერ საკრებულოს სიების ფორმირებისა და თვითმმართველობების საქმიანობაში სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ, ანდა სულ ახლახანს როგორ მოექცა მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტს და როგორ წაართვა, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი საკუთარი საბიუჯეტო შემოსავალი არასასოფლო მიწაზე, ქონების გადასახადიდან რომ უნდა მიეღო? ეს ყველაფერი, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის განწყობაზე, ცვლის დამოკიდებულებას ინსტიტუტებისადმი და იწვევს მთლიანად სახელმწიფოსგან გამიჯვნა-გაუცხოებას. ეს სახიფათო პროცესია და შეუძლია ინსტიტუციური დემოკრატიისა და სახელმწიფოს საფუძვლების მოშლა, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია. მთავრობა და პარლამენტი დროულად უნდა დაფიქრდნენ ამაზე, გააცნობიერონ პრობლემის მასშტაბი და შეუდგნენ ინსტიტუტების გაძლიერებას. მხოლოდ ასე დავამკვიდრებთ ინსტიტუციურ დემოკრატიას და მდგრად სახელმწიფოს", _ თქვა ლევან ალაფიშვილმა.

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ის შედეგები, რომელიც NDI-ს კვლევის ამ ნაწილს შეეხებოდა, არ გახლდათ რთულად პროგნოზირებადი და მას მრავალგვარი მიზეზი გააჩნია:

 "თვითმმართველობის დაუსრულებელმა და ბოლომდე ვერმიყვანილმა რეფორმებმა, ამავდროულად, ინფორმაციის სიმწირემ, ამ ინსტიტუტის დანიშნულების საკითხზე მოსახლეობაში მრავალი ბუნდოვანება გააჩინა თვითმმართველობის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ხშირად მოსახლეობის ძირეული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება ადგილობრივი ბიუჯეტის მწირი ფინანსური რესურსების გამო. ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ ვერ სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლება მაღალი ნდობის ხარისხით. უნდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის ივლისის საკანონმდებლო სიახლეების მიხედვით, განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები, რომელსაც უნდა შეევსო არსებული საურთიერთობო ვაკუუმი მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და უნდა გაეზარდა მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების დროს, მაგრამ ეს ფორმები იმდენად არაადეკვატური და ბიუროკრატიული ბარიერებით დატვირთული აღმოჩნდა, რომ, ფაქტობრივად, ისინი არც ფუნქციონირებენ, ან თუ სადმე რაიმე ტიპის პრეცედენტი შეიქმნა, მას მხოლოდ ერთჯერადი ფორმალური ხასიათი მიეცა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები ამ მიმართულებით მკვდრადშობილი აღმოჩნდა და მოსახლეობა კვლავ ელოდება ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათ ინტერესებზე მორგებული ისეთი მექანიზმების ამოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. ზემოთ აღნიშნულ საკითხს არ შემიძლია არ დავუმატო ე. წ. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" გაუქმების თემა. მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა, ფაქტობრივად, გახლდათ თითოეული სოფლის ბიუჯეტი, რომლის მიზნობრიობას (დანიშნულებას) თავად მოსახლეობა წყვეტდა საერთო კრებებზე, ანუ ამ პროცესში ხელისუფლება ფორმალურად მაინც აცნობდა ხალხს თანხის ოდენობას და მასვე ეკითხებოდა, თუ რაში გამოადგებოდა ეს თანხა უფრო მეტად სოფელს, მაგრამ 2017 წლისთვის ასეთ პროგრამას, სამწუხაროდ, ვეღარ ვიხილავთ, ხოლო მის ალტერნატივაზე კი, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი".

 "გურია ნიუსის" კითხვაზე _ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის და ხელისუფლების კონტაქტი უფრო ეფექტური გახდეს, ლევან ხინთიბიძე პასუხობს, რომ თვითმმართველობის რეფორმების გაგრძელება აუცილებელია.

"მოგეხსენებათ, რომ მოცემულ პერიოდში დაწყებულია მუშაობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამ ცვლილებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გახდეს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო კომისია და ქვეყნის პარლამენტარები იფიქრებენ თვითმმართველობის უკეთეს სისტემაზე, რომელიც შექმნის საფუძველს ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციისთვის, გაზრდის თვითმმართველობის ფუნქციებსა და ვალდებულებებს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და ა. შ. მანამდე კი უპრიანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა (საკრებულო, მერია/გამგეობა) თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება მანამ, სანამ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რადგანაც თვითმმართველობა ხომ ეს არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები", _ ამბობს ხინთიბიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5 თებერვალი, 2026

რუსეთი 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ერთად შევაჯამოთ 2016 _ "მე გუნდური მოთამაშე ვარ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო