ოჯახის წევრები და “ქართული ოცნების” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ყველგან ეძებენ მას, დაიარეს სამხარეო პოლიციის შენობები იმის დასადგენად, ხომ არ ჰყავდათ დაკავებული ცოტნე შენგელია წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ უშედეგოდ. მისი პოვნა ვერ მოხერხდა.
ქართული ოცნების ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსის, თედო კობახიძის განმარტებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ წუთებამდე ვერ ხერხდება.
“იურიდიული ჯგუფის წევრებმა ყველა სამმართველოში დავტოვეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვიმყოფებოდით იქ, ცოტნე შენგელიას ადგილსამყოფელის დასადგენად. მოვითხოვ, რომ შსს-ს პრესცენტრმა გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით, რადგან ცოტნე შენგელია სახლიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიყვანა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება,” _ განაცხადა თედო კობახიძემ.