რადიო "თავისუფლების" რეპორტიორი ბრიუსელში, რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იუწყება, საქართველოსა მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლოა მარტიდან შეძლონ.
„ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტების თარგმნა თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულდეს, ევროპარლამენტმა ხმა საქართველოსა და უკრაინის შესახებ ვიზალიბერალიზაციას 13-16 თებერვლის პერიოდში უნდა მისცეს, ხოლო ევრო საბჭომ ცოტა დაგვიანებით, რაც ნიშნავს, რომ თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა მარტიდან შეძლონ, რაც შეეხება უკრაინელებს, ვფიქრობ, რომ მაისიდან “,_წერს ჟურნალისტი.