საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტში 2 თებერვალს იმსჯელებენ.
"2 თებერვალს ვიკრიბებით ისტორიულ კენჭისყრაზე
09:00 დებატები ევროპარლამენტში
11:00 დან კენჭისყრა – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე", _ წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ლიბეს კომიტეტმა მხარი 12 იანვარს დაუჭირა.