რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი ასკანიდან
ფოტორეპორტაჟი დღევანდელი საქართველოს რეალობას ასახავს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე ჯანმრთელობის დაცვისა და არსებული კანონების გათვალისწინებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრებ 60 წლის, მარტოხელა გივი შევარდნაძეს, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია და უმძიმესი დაავადების გამო ერთი ფეხი მოკვეთილი აქვს, სამწუხაროდ, მეორე ფეხზეც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
ამ დროს კი, მას 10 თვეა, სოციალური დახმარება არ მიუღია. ამის მიზეზად საკუთარ ქოხში დროებით არყოფნას ასახელებენ. ამჟამად, ის დის ქოხში ცხოვრობს და როგორც ბატონი გივი გვიყვება, სოციალური აგენტი დამუქრებია კიდეც, თუ საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ გადახვალ, დახმარება შენი დის ოჯახსაც მოეხსნება, რადგან კანონი ასე ითვალისწინებსო.
მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდონ საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, ეკუთვნის თუ არა გივი შევარდნაძეს სოციალური დახმარება.
აქ ბევრი სახლის კარია გამოკეტილი
“ასე თუ გაგრძელდა, სოფელი დაიცლება!”
აქ ცხოვრობს ფეხმოკვეთილი გივი შევარდნაძის და, რომელმაც ამ ფიცრულ ქოხში ძმა შეიფარა
ეს ამ ოჯახის ერთადერთი საძინებელია
ბრეზენტის ჭერქვეშ
“შენც სოციალური აგენტისნაირი ხომ არ ხარ?!” _ მეკითხება ბატონი გივი