სილამაზის საერთაშორისო 65-ე კონკურსზე, "მის სამყარო 2016"-ზე საქართველოს ნუკა ყარალაშვილი წარადგენს.
როგორც MISS UNIVERSE-ს გვერდზე, ნუკა ყარალაშვილის შესახებ წერია, კონკურსის ქართველი მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაციებთან აპირებს თანამშრომლობას.
"ნუკა ყარალაშვილი არის 25 წლის და ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. ყარალაშვილი არის მოდელი, რომელსაც ინტერესთა ფართო სპექტრი გააჩნია და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობიდან ისევე იღებს სიამოვნებას, როგორც ახალი წიგნის კითხვიდან.ის, რაც საზოგადოებამ მასზე არ იცის არის ის რომ მას არტისტული მხარე აქვს, რაც მოიცავს ფორტეპიანოზე დაკვრას და ცეკვას. მისი ფილოსოფიური სიბრძნეა „დარჩი ყოველთვის სიმართლის მხარეს“. მისს სამყაროს გვირგვინის მოპოვების შემთხვევაში ის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან აპირებს თანამშრომლობას და იმედოვნებს, რომ უპატრონო ბავშვების დახმარებას შეძლებს",_წერია MISS UNIVERSE-ს გვერდზე.
როგორც ცნობილია, კონკურსის გამარჯვებულს კუნძულ ლუსონზე, ქალაქ პასაის MALL OF ASIA ARENA-ში 29 იანვარს დაასახელებენ.