დღეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის, ნათია ვაშალომიძის სარჩელი კიდევ ერთხელ განიხილა. მოსარჩელე იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვს, რომლითაც დასაშვები გახდა, ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის გაჭრა. ბათილობის საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა მოწონებული საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით.
ამას გარდა, მოსარჩელე მხარე ქუჩის გაჭრამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ითხოვს.
ვაშალომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ იურისტი ანანო ცინცაბაძე იცავს.
სასამართლო პროცესი მხარეებს შორის პაექრობის ეტაპზე მიმდინარეობდა. სარეზოლუციო ნაწილი 10 თებერვალს გამოცხადდება.
ამავე თემაზე:
პროცესი მიდიოდა ზუსტად იმ ლოგიკის განვითარებით, როგორც ჩვენ გვაქვს სარჩელი აწყობილი _ იურისტი