შეუჩერებლივ თოვს ამ დორისათვის მაღალმთიან აჭარაში, სადაც თოვლის საფარმა ზოგიერთ სოფელში 20-25 სანტიმეტრს მიაღწია.
რაიონული ცენტრიდან რამდენიმე ხეობის მიმართულებით უკვე მიმდინარეობს გზის გაწმენდით სამუშაოები, რათა სოფლებთან კავშირი არ შეწყდეს.
თოვლმა პრობლემები შეუქმნა რაიონის ოთხ სოფელს, რომელთაც შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. თუმცა, ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
აჭარის ზღვისპირეთში კი თოვლის საფარი, დაახლოებით, 2 სანტიმეტრია. სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა რეგიონში რამდენიმე დღეს გასტანს.
თოვლის გამო შეფერხებულია ბათუმის აეროპორტის მუშაობაც. დღეს დაგეგმილი ბათუმი-სტამბულის ავიარეისი ხვალისათვის იქნა გადადებული.