სურების ხეობის მოსახლეობა, რომელიც სამ სოფელს _დიდივანს, შუა და ზემო სურებს აერთიანებს დახმარებას იტხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია:
_ გზა და კვალი არ გვაქვს. ტრაქტორი არც კი გამოჩენილა. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმას, _ ასეთი შეტყობინება მიიღო "გურია ნიუსმა" ხეობიდან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სურების მიმართულებით გზა გუშინ გაიწმინდა:
_ სურებში გზა გუშინ გაიწმინდა, თუმცა ინტესნიური თოვლის გამო დღეს პრობლემები შეიქმნა. ამ წუთებში ტრაქტორი გზაშია და დღის ბოლომდე სურების ხეობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, _ გვითხრა კუჭავამ.





















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)











