https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დასანანია, რომ ასე მოხდა”_ ევა გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე

12:01; 29.01.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"რაკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების არჩევის პატივცემულმა კომიტეტმა (ამიერიდან მოვიხსენიებ, როგორც „კომიტეტს“) საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უკან დააბრუნა, ალბათ, მართლაც ჰპოვა შესაბამისი არგუმენტები", _ აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებაში. ევა გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წინააღმდეგ გარკვეული პირების მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს.

"გურია ნიუსი" ევა გოცირიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“რაკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების არჩევის პატივცემულმა კომიტეტმა (ამიერიდან მოვიხსენიებ, როგორც „კომიტეტს“) საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უკან დააბრუნა, ალბათ, მართლაც ჰპოვა შესაბამისი არგუმენტები. დასანანია, რომ ასე მოხდა. ახლა ყველას ვალია ამ წარუმატებლობის მიზეზები გავარკვიოთ. თუმცა, ბევრი ფარული თუ გაუმხელელი მიზეზიც არსებობს და ამაზე გვართებს უწინარესად დაფიქრება. ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოითქვა თუ არა რაიმე პრეტენზია უშუალოდ ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომიტეტში. გასაუბრების დროს კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით მე არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ჩემთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. უფრო მეტიც, კომიტეტის ბრიტანელმა წვრმა ისიც კი მკითხა, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთი შთამბეჭდავი (მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა -impressive) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თავიდანვე არ მოვხვდი სიაში (იგულისხმა კანდიდატთა პირველი სია საქართველოდან წარდგენილი). ალბათ, ისიც საგულისხმოა, რომ დასმულ კითხვათა ერთი ნაწილი არც იყო სამართლებრივი ხასიათის. მაგალითად, ერთი ასეთი შეკითხვაც დამისვეს: როგორ აისახებოდა ჩემი არჩევა საქართველოში კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ამგვარი შეკითხვების დასმა შესაძლოა იმის შემოწმებას ისახავდა მიზნად, ჩავერთვებოდი თუ არა პოლიტიკურ დისკუსიაში. მჯერა, რომ ჩემმა კოლეგებაც ღირსეულად გაართვეს თავი კომიტეტის წევრების (რომლებიც პოლიტიკოსები არიან) მიერ დასმულ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს. უფრო მეტიც. ჩემზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში ბატონი ბადაშვილის ცოდნა, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც სტრასბურგის სასამართლოს იურისტია, ვინმეს მხრიდან ყოფილიყო დასაწუნი. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, და ჩემთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდებოდა კულუარებში მას შემდეგ, რაც ჩემი გვარი გაჩნდა სიაში.

განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი არასამთავრობო სექტორისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან – არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ერთი საერთო მიზნით შთაგონებულებმა, წერილები აფრინეს ჩემს წინააღმდეგ ხსენებულ კომიტეტში. თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან. როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან. არავის ვსაყვედურობ, ან რა უფლება მაქვს ვინმეს ავუკრძალო იმოქმედოს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად. სწორედ ეს არის სინდისის თავისუფლება – უფლება იმოქმედო ისე, როგორც ამას გკარნახობს საკუთარი სინდისი. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სინდისის თავისუფლება ემყარება ადამიანის ღირსებას და მის უნარს – გაარჩიოს „კარგი“ და „ცუდი“, „კეთილი“ და „ბოროტი“. თუ დასახელებულ პირებს მიგაჩნიათ, რომ მე ვარ „ცუდი“ და „ბოროტი“, გზა ხსნილია, თქვენთვის, ბატონებო. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალთა ასეთ მობილიზაციას და კანდიდატურებზე ნეგატიური ინფორმაციისა და ცილისწამების შტურმს ნამდვილად შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა კომისიის წევრთა საერთო განწყობებზე. არც ისაა სწორი, რომ კომიტეტზე არ მომეცა ჩემს წინააღმდეგ წარგზავნილ პასკვილებში წამოყენებულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. აი ეს კი მართლაც არ შეესაბამება სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპს – მოუსმინე მეორე მხარესაც.

მე მაინც მადლობელი ვარ, რადგან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. განსაკუთრებით მადლიერი ვარ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, რომელმაც დიდი პატივი დამდო და ამ პროცესში ღიად დამიჭირა მხარი. ასეთი სოლიდური და ავტორიტეტული ორგანიზაციის და ზოგიერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერამ იმგვარი სიამაყით ამავსო, რომ ამან მთლიანად გადაფარა ის მორალური ზიანი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით გაერთიანებულმა და კულუარულ ხრიკებში დაოსტატებულმა ჩემმა ოპონენტებმა მომაყენეს. მაგრამ მე იმდენად ჩემზე კი არა, საზოგადო პრობლემაზე მოგახსენებთ და მასზე შემტკივა გული: გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება. და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს. თორემ, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ სტრასბურგის მოსამართლის შერჩევა პირველად მოხდა კონკურსის გზით, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით, ქულობრივი შეფასების საფუძველზე, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე მოსამართლეობის კანდიდატთა სია ყოველგვარი პროცედურების გაუვლელად მაშინდელი პრეზიდენტის ნება-სურვილის მიხედვით შეარჩიეს და არც სტრასბურგს მიუჩნევია ინტერესთა კონფლიქტად ასეთ პირობებში გენერალური პროკურორის (ზურა ადეიშვილის) მოადგილის კანდიდატურის წამოყენება. არავის გვახსოვს მაშინ უფლებადამცველ ბატონ უჩას და საერთოდ, არასამთავრობო სექტორს, ეს თუნდაც მორიდებით გაეპროტესტებინოს. ახლა მათ უკვე შესარჩევ კომისიაში ფართო ჩართულობაც აღარ აკმაყოფილებთ და კომისიაში უმრავლესობით წარმომადგენლობას მოითხოვენ და ეს კარგის მაჩვენებელია, კერძოდ, დემოკრატიის განვითარებისა, რადგან ასეთი მოთხოვნების დაყენება მხოლოდ ფართო დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი.

ასეა თუ ისე, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს. მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია, მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. ასე რომ, ამ პროცედურებში ყოველთვის იყო და დღესაც არის პოლიტიკური შემადგენელი საკმაო დოზით; ისიც მტკნარი სიცრუეა, რომ სიის ჩავარდნა ძალზე იშვიათია. მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ჩვენ გასაუბრება გავიარეთ ევროსაბჭოს პარიზის ოფისში, ერთბაშად ორი ქვეყნის სია დაიბლოკა, უნგრეთისა და ალბანეთისა და პარიზში ჩასული კანდიდატები გასაუბრებაზეც კი არ დაუშვეს. ამ ფაქტის გამო ჩვენ დანიშნულზე 3 საათით ადრე დაგვიბარეს ოფისში. ცნობილია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ადგილი წლების განმავლობაში დარჩენილა ვაკანტური მიზეზთა გამო.

კანდიდატთა არც სამკაციანი და არც ხუთკაციანი სია მთავრობას არ შუდგენია. ის კომისიამ შეადგინა გასაუბრებისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე. შემდეგ, რაკი შეფასება ქულებს ემყარებოდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის იყო, რომ მთავრობას სიის პირველი სამი კანდიდატი წარედგინა და ის ასეც მოიქცა. ნებისმიერი სხვაგვარი გადაწყვეტა აღქმული იქნებოდა მიკერძოებად. მე მხოლოდ მას შემდეგ გავჩნდი სამკაციან სიაში, რაც ერთ-ერთი კანდიდატურის (ქ-ნი ნანა მჭედლიძის) ჩანაცვლებაზე საქართველოს მთავრობას პირდაპირი რეკომენდაცია მისცა თავად ევროსაბჭომ. ის, თუ რატომ გააკეთა მთავრობამ არჩევანი ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ მე მეხუთე ვიყავი სიაში, ხოლო ქ-ნი ანა დოლიძე კი – მეოთხე, ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის არავის აუხსნია ამის მიზეზები. მაგრამ შემიძლია ვივარაუდო. ვფიქრობ იმიტომ, რომ ქ-ნ ანას სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა და იმხანად (თუ ბოლო პერიოდში) თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანმდებობა ეკავა. შესაბამისად, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა თავდაცვის სფეროდან ადამიანის უფლებებისაკენ დამაკავშირებელი ხიდის გადება. მაშინ როდესაც, მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიმუშავია მართლმსაჯულების სისტემის გარეთ და ადამიანის უფლებათა სფეროშიც საქმიანობის დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გამაჩნდა. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ დიდ პატივს ვცემ ქ-ნ ნანა მჭდლიძესაც, ქ-ნ ანა დოლიძესაც და ყველა ჩემს კოლეგასა თუ კონკურენტს. მწამს, რომ არცერთი ჩვენთაგანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე ნაკლებ როლს არ შევასრულებდით ადამიანის უფლებათა ევროპულ მართლმსაჯულებაში და რომ ჩვენთან დაკავშირებით არცერთი ნეგატიური გადაწყვეტილება, მიღებული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე, არცერთი ჩვენგანის პროფესიულ რეპუტაციას არავითარ ჩრდილს არ აყენებს. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ თავიანთ მომავალ პროფესიულ წინსვლაში.

ცხადია, კანდიდატების შერჩევის უფრო უკეთესი პროცედურებიც შეიძლება შევიმუშაოთ, მაგრამ ვერავითარი პროცედურები და ქულების სისტემა ვერ გვიშველის, თუ შემფასებელებლები იქნებიან მიკერძოებულნი. გასულ კონკურსში არასამთავრობო სექტორის მხრიდან ჩემი ცოდნის შეფასება მხოლოდ უსამართლო და მიკერძოებული კი არა, იმდენად აბსურდული იყო, რომ ასეთ დროს ფილოსოფიას უნდა შეაფარო თავი ანდა მართლა დაიჯერო, რომ მიზანი, თუ ის დიადია, ამართლებს უსამართლობას, უპატიოსნობას და ყოველგვარ მანკიერებას. არადა, ეს „დიადი მიზანი“ ის იყო, რაც შეიძლება დაბალი საბოლოო ქულა მიმეღო, არ მოვხვედრილიყავი ხუთკაციან სიაში და ჩემი შანსები თავიდანვე მაქსიმალურად შემცირებულიყო. აი, აქედანვე დაიწყო ჩემი დევნა და კამპანია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. საერთოდაც იმ აზრის ვარ, რომ ვერავითარი კარგი კანონი და პროცედურები ვერ აქცევს ადამიანს პატიოსნად. პირიქით კი შეიძლება. პატიოსანი ადამიანის ხელში ცუდი კანონიც კი კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

და ბოლოს, თავს ნებას მივცემ გადავუხვიო ძირითად თემას და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემი მისამართით გამოთქმული კრიტიკის ნიაღვარზე: ორიოდე დღის წინ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბატონების – მამუკა ახვლედიანისა და ზაზა ხატიაშვილის გამოსვლები მოვისმინე. ხატიაშვილის მხრიდან ჩემი ლანძღვა-გინება და ცილისწამება, რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად, ისეთ მასშტაბებს იძენს და ეს პროცესი მას ისეთ ეგზალტაციაში, აღტყინებასა და ნეტარებაში ამყოფებს, რომ ეს ჩემში მხოლოდ გაოცებასა და ღიმილს იწვევს. რაღა დაგიმალოთ და ვიხალისე ძალიან. თითქოს კინტაურს ვუცქერდი. დებატებში მართლაც ვეღარ დავჯდები თქვენთან, ბატონო ზაზა, რადგან მე კინტაური არ ვიცი და ვგონებ, ვერც ვისწავლი ვერასოდეს. აი, თქვენ კი თუ ოდესმე ვაჟკაცურ და დარბაისლურ ქცევასა და კამათს ისწავლით, მაშინ შეიძლება. თუმცა, არა მგონია ეს ოდესმე შეძლოთ. როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, „რასსა არ გეყოფათ!“ მანამდე კი, დიდი სიამოვნებით ვიხალისებ თქვენი და თქვენისთანების პოლიტიკური თოქშოუ კინტაურით.

ზოგიერთ მოვლენას რომ ვაკვირდები დღეს, დიდი სინანული მიპყრობს. შექსპირის 66-ე სონეტი მახსენდება. ახლა ის დროა, როდესაც ყოფილი მექრთამეები და კორუფციის ჭაობიდან აღზევებულები ქალწულებრივ პატიოსნებასა და მიუკერძოებლობაზე საუბრობენ, ხოლო მათთან ლოგიკურად დამეგობრებული ყოფილი კუდის აგენტები კი მორალს გვიკითხავენ, თანაც თავდაჯერებული პათეტიკითა და შთაგონებით. და ეს არის „გამოხატვის დიადი თავისუფლება“. დიახ, ჩვენში სიტყვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფისა და ცილისწამების თავისუფლების სინონიმად არის გადაქცეული… მართლაც რომ დასანანია“, _  ნათქვამია წერილში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

მოსახლეობა და თოვლში ჩავარდნილი მანქანების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

დიდთოვლობა გურიაში _ გზები, სადაც მოძრაობა შეჩერებულია

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო