დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. ამ წუთებში ლესა-ნინოშვილის ცენტრალური საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერებულია:
_ ეს გზა შპს "გზამშენი 18"-ის მოვლა-პატრონობის ქვეშაა. უკვე ველაპარაკე კომპანიის დირექტორს და 10 წუთში დაიწყება გაწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს აცანა-მამათის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში ხუთი ტრაქტორი სხვადასხვა მიმართულებით წმენდს გზებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით ყველაზე დიდი თოვლი აცანაში და მამათშია:
_ ნახევარ მეტრს აღემატება და ახლაც ინტენსიური თოვაა. ჩვენი ტექნიკა სოფელშია და გზების გაწმენდა მიმდინარეობს, _ გვითხრა ურუშაძემ.