"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნატანებს, ხვარბეთს და სოფელ ოზურგეთს უკვე აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ გურიაში ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდება დენი.
_ ამ დროისთვის პრობლემა გვაქვს მხოლოდ ქალაქ ოზურგეთში, სადაც წყალსადენს არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, ჩვენი ბრიგადები, მიუხედავად ძლიერი თოვისა, ადგილზე მუშაობენ და სავარაუდოდ, უახლოეს საათებში მოხდება დაზიანების აღმოფხვრა, _ აღნიშნავენ კომპანიაში.