ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება. სოფელი მთელი დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკა სოფელში გზის გაწმენდას ვერ ახერხებს.
შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა კი, რომელსაც სოფლის ცენტრალური გზის (ეს გზა სახელმწიფო მნიშვნელობისაა) ევალება, გვეუბნება, რომ დღის ბოლომდე გზა გაიწმინდება:
_ სპეცტექნიკა ბათუმიდან ჩამოგვყავს და დღის ბოლომდე ჩხაკაურაში გზა გაწმენდილი იქნება, _ გვითხრა ჯახვამ.
სოფელში, რომელსაც კურორტ ბახმაროსთან რამდენიმე კილომეტრი აშორებს ახლაც ძლიერად თოვს.