ორდღიანი გადაუღებელი თოვის შემდეგ, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა ქალაქ ოზურგეთში. მართალია, ოზურგეთის მერიის პრესსამსახურიდან გვატყობინებენ, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება და არც ერთ ქუჩაზე პრობლემა არ არის, მაგრამ რეალობა სხვა რამეზე მიუთითებს, რაც ჩვენს ფოტორეპორტაჟშიც კარგად ჩანს.