თოვლმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უგზოობის პრობლემა შექმნა. სოფელ დვაბზუში, რომელიც ქალაქიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული, გაუწმენდელია, როგორც სოფლის ცენტრალური, ასევე, შიდა გზები. მოსახლეობის თქმით, გზები დვაბზუში არ გაწმენდილა, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის. დვაბზუში იმყოფება ვაკიჯვრის დეპუტატი ვახტანგ ნიჟარაძე, რომელიც ამბობს, რომ ვერ შეუძლებელია ვაკიჯვრისკენ გადაადგილება, რადგან გზა გაწმენდილი არ არის.
_ წუთი-წუთზე ველოდებით ტრაქტორს და დაიწყება გზის გაწმენდა, _ გვითხრა ნიჟარაძემ.