გურიაში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ერთი დღით შეწყდა.
რესურსცენტრის უფროსის შორენა სიხარულიძის თქმით, დღეს მუნიციპალიტეტის 32 სკოლიდან სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა მხოლოდ ხუთ სკოლაში (გორაბერეჟოული, ვან-ზომლეთი, გოგოლესუბანი, კოხნარის და საჭამიასერი).
_ ხვალიდან თუ სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი საკმარისი რაოდენობით გამოცხადდება, გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. სკოლებში სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს, _ გვითხრა სიხარულიძემ.