ეს საუბარი, შეკვეთილში მდებარე “ციცინათელაში” ჩავწერეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
_ უკაცრავად თქვენ სახელწიფო დაცვის წარმომადგენელი ბრძანდებით?
_ დიახ, დიახ.
_ ბიძინა ივანიშვილის დაცვა აღარ მუშაობს?
_ არა.
_ რამდენი ხანია?
_ დაახლოებით, 8 დღეა ალბათ, რაც ახალი დირექტორი ჰყავს, მის მერე.
_ რამდენი თანამშრომელი გაუშვეს ხომ არ იცით და თქვენ საიდან ბრძანდებით?
_ ეგ ნამდვილად არ ვიცი. ჯერჯერობით არ არის დაკომპლექტებული. ჩვენ ქობულეთიდან და აჭარიდან.
_ დირექტორი სად არის, ხომ ვერ გვეტყვით?
_ არ ვიცი, სადღაც გასულია.
_ თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება. . .
_ გურამი გოგიტიძე.
ამ საუბრის შემდეგ, “ციცინათელას” ადმინისტრაციაში მივედით, ახალი დირექტორი ლაშა შაფაქიძე ადგილზე არ დაგვხდა, ადმინისტაციაში გაგვიცხადეს რომ კითხვებზე ვერ გაგვცემდნენ პასუხს უფროსის გარეშე.
_ უფროსთან გვინდა შეხვედრა, თუ შეიძლება. . .
_ დღეს არ იქნება.
_ ვინ გაგვცემს კითხვებზე პასუხს?
_ ვერავინ.
_ რატომ?
_ უფროსის გარეშე არ შეიძლება.
_ თქვენ ვინ ბრძანდებით?
_ კონტროლიორი ვარ პარკის.
_ თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება. . .
_ უკომენტაროდ. არ არის საჭირო.
_ერთი კითხვა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის დაცვა გაუშვეს?
_ ბატონ ლაშას ჰკითხეთ.