ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფელში, სადაც თოვლის საფარი სამ მეტრს აღემატება გზის გაწმენდა ვერ ხერხდება:
_ დღეს მუნიციპალიტეტის ორი ტრაქტორი იმუშავებს სოფელში. ასევე, დავიხმარებთ "კამაცუს" მარკის ტრაქტორს და ვარაუდობთ, რომ სოფელთან დამაკავშირებელი გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი ქვაბღა და ჩხაკაურა. შპს "გზამშენი 18" -ის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას ინფორმაციით, ტექნიკა უკვე გზაშია და სოფლებთან მისასვლელი გზა დღეს აუცილებლად გაიწმინდება.