უბედური შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში წუხელ მოხდა. გაწმენდითი სამუშაოების დროს, შპს "გზამშენი 18"-ის კუთვნილი ტრაქტორი გზიდან გადავარდა.
_ ჩოხატაური-ბახმაროს მონაკვეთის გზის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობდა. ძლიერი ყინვა იყო და მოცურდა ტრაქტორი. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მძღოლი თავს კარგად გრძნობს და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ.