დღეს, ქალაქ ოზურგეთში, მიუხედავად იმისა, რომ აღარ თოვს, არის ძლიერი სუსხი და ყინვა. გუშინდელთან შედარებით ქუჩებს გაწმენდა ნამდვილად ეტყობა, თუმცა მძღოლებისა და მოქალქეების თქმით, ქუჩებში არ არის დაყრილი ტექნიკური მარილი სათანადოდ, რაც, როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე, ფეხით მოსიარულეებსაც უქმნის პრობლემას.
"წუხელ მთელი ღამის მანძილზე ქალაქ ოზუგეთში, მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. ქვიშა-მარილი დაიყარა ყველა სტრატეგიულ ობიექტთან და ქალაქის სხვადასხვა აღმართზე. ამ წუთებში ტექნიკა გზებს გარეუბნებში არსებულ ქუჩებსა და ჩიხებში წმენდს, _ამბობენ ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.