ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-ელთან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან", კერძო სამშენებლო კომპანიამ, შენობის დემონტაჟისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს.
"ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვრს 12:30 საათიდან, დღეს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა ფშაველას N48-დან – N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან – N48-ის ჩათვლით, ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას", _ აცხადებენ კომპანიაში.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.