ავსტრიაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, სკოლებსა და სასამართლოებში, მუსლიმებს ნიქაბისა და ბურქას ტარება ეკრძალებათ. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული რეფორმების ნაწილია.
„გვჯერა, რომ ღია საზოგადოება ასევე ღია კომუნიკაციას ეფუძნება. შესაბამისად, ვუალის ტარება დაუშვებელია“,_ნათქვამია განცხადებაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის კოალიცია ასევე შეთანხმდა, რომ პოლიციის თანამშრომლებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს სპეციალური ქუდებისა და თავსახვევების ტარება აეკრძალოთ.
„ისინი უნდა იყვნენ იდეოლოგიურად და რელიგიურად ნეიტრალურები, ვიდრე ემსახურებიან სახელმწიფოს“,_ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთმა 6 წლის უკან მიიღო, ხოლო მას ბელგიამ და შვეიცარიის ნაწილმა მიბაძა.