ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მეცნიერების, ენთუზიასტებისა და მოყვარული პროგრამისტებისთვის საუკეთესო “კოსმოსურ” პროგრამულ გაფართოებაზე კონკურსი მოაწყო.
მსოფლიოს საუკეთესო პორგრამისტები ერთმანეთს საინფორმაციო ბაზებისა და NASA-ს რესურსების გამოყენებით პროგრამების წერაში შეეჯიბრებიან. ერთ-ერთი საკონკურსო დავალება კოსმოსში პურის გამოცხობის ტექნოლოგიის შემუშავებაა.
NASA-ს სპეციალისტთა ვარაუდით, პურის გამოცხობა ასტრონავტებს შინაურ გარემოს მოაგონებს და კოსმონავტთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კეთილსასურველ გავლენას მოახდენს.
კონკურსი დღეს იწყება და ორ დღეს გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე 1000-მდე მსურველმა შეიტანა.