გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მეგობრისგან ან ახლობლისგან მიღებული SMS იწვევს სიხარულის გრძნობას. ამიტომ, მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს SMS–ების გაგზავნას ხასიათის გამოსაკეთებლად.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ერთმნიშვნელოვნად ასკვნიან – პოზიტიურ SMS–ს შეუძლია ადამიანი დეპრესიისგან იხსნას.
პროფესორმა ადრიან აგილერამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა – 2 ათასმა კაცმა მიიღო SMS. ისინი შეიცავდნენ შეკითხვებს ემოციური მდგომარეობის შესახებ. ეს იყო რაღაც ფსიქოლოგის კონსულტაციის მაგვარი გამოკითხვა. გაირკვა, რომ უფრო აქტიურად ამ პროგრამით სარგებლობდნენ ლათინოამერიკელები და აფროამერიკელები.
ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო – ადამიანებს სჭირდებათ რეგულარული კონტაქტი ფსიქოლოგთან – როდესაც პროგრამა ტექნიკური მიზეზით გამოირთო, ექსპერიმენტის მონაწილეებს დაეტყოთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.