გარემოს ეროვნული სააგნეტო, საქართველოში, 1 – 5 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს; რომლის მიხედვითაც, 1-2 თებერვალს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.
სააგენტოს ინფორმაციითვე, 2 თებერვალს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში -1, +4 გრადუსი იქნება. დედაქალაქში 1 თებერვალს დროგამოშვებით ითოვებს, 2 თებერვალს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 თებერვალს, დილიდან გამოიდარებს და 3 – 4 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა, დღისით ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +5 , +7 გრადუსამდე მოიმატებს.
5 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.