გერმანელმა სამართალდამცავებმა ფრანკფურტში 54-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ბიზნეს დაწესებულებები და მეჩეთები გაჩხრიკეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ფრანკფურტის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 36 წლის ტუნისელი პირი დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებული 2015 წლიდან ისლამურ სახელმწიფოსთან თანაშრომლობაში და გერმანიაში ტერაქტის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება 16 ეჭვმიტანილს ეძებს , რომელთა ასაკი 16-იდან 46 წლამდე მერყეობს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ძებნაში მყოფი პირებს თავდასხმა დაგეგმილი აქვთ, თუმცა სამიზნე სამართალდამცავებისთვის უცნობია.