ბათუმში დიდთოვლობას ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
სახურავიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ სავაჭრო ობიექტები დააზიანა. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე, დილის 7 საათზე მოხდა, ტერიტორიის გაწმენდას ადგილობრივები ამ დრომდე ცდილობენ.
მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ შენობას ჰქონდა შესაბამისი დამცავი, თუმცა ნალექი ისეთი დიდი რაოდენობით მოვიდა, რომ კონსტრუქციამ ვერ გაუძლო.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევას