გურჯაანში "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი, რომელიც გურჯაანის რაიონის პოლიციის უფროსის, შოთა მოსულიშვილის სამსახურებრივი ავტომანქანაა, "მერსედესის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
როგორც ცნობილია, ავარიის შედეგად ორივე ავტომობილი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როცა "მერსედესის" ავტომობილი მეორე ხარისხოვანი გზიდან ნონეშვილის ქუჩის ცენტრალურ ნაწილში სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით შევიდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, ორივე მხარეს ალკოტესტი ჩაუტარდა და არცერთი მხარის სიმთვრალე არ დაფიქსირდა.
გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. "მერსედესის" მძღოლს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.