ოზურგეთში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე # 3 საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს, მეორე დღეა, გახეთქილია წყლის მილი და დიდი რაოდენობის წყლის ჭავლი ჯერ კორპუსის იმ კედელს ესხმება, რომელზეც გაზის მრიცხველებიცაა განლაგებული.
ეზოში კი ტბად დამდგარი, თოვლის ლანქერთან ერთად, გამვლელ-გამომვლეთა გადაადგილებას ხელს უშლის, ისედაც უამინდობით გართულებულ პირობებში.
„გურია ნიუსი“ გურიის „წყალკანალის“ დირექტორს ლევან აფხაზავას დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, აქ მცხოვრებთ ეს ამბავი შესაბამისი სამსახურისთვის არ უცნობებიათ.
_ არავის უცნობებია, ახლავე წამოვლენ ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები და გააკეთებენ, _ გვითხრა აფხაზავამ.