THE GUARDIAN-ის ობიექტივში უშგული მოხვდა.
როგორც გამომცემლობა წერს, კავკასიის მთებში, საქართველოში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე ევროპის ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი უშგული მდებარეობს,ხოლო იუნესკოს სიაში შეტანილი უძველესი ქვის კოშკები ზღაპრული ადგილის ელფერს სძენს.
როგორც THE GUARDIAN-ის ჟურნალისტი წერს, უშგულში მისასვლელად 3 დღე ციცაბო კლდოვან ადგილებში მიდიოდა.
"ბავშვები ცხენებით, რომლებსაც მაწანწალა ძაღლები ყეფით დასდევდნენ. მოხუცი ქალები გვერდიგვერდ ისხდნენ და ძროხებს წველიდნენ. ეს იყო ძმები გრიმების ოცნება და ფანჯრიდან გავცქეროდით საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას, რომელიც 5 000 მეტრია და აგვისტოშიც თოვლითაა დაფარული. ის აღნიშნავს რუსეთთან საზღვარს",_წერს ჟურნალისტი.
მისივე ინფორმაციით, სოფლის გარშემო 30 უძველესი ქვის კოშკია გაბნეული, რომელთა უმეტესობა მე-9 და მე-12 საუკუნეებს შორისაა აშენებული იმ ოჯახების მიერ, რომლებიც შუა საუკუნეების დამპყრობლებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ.
მაუწყებლის ცნობით, მოსახლეობა უარს ამბობდა ძვირფასეულობაზე, საკვებზე და კოშკში ჩაკეტილი მტრის გადაადგილებას ელოდებოდა.
მიუხედავად დისტანციური ადგილმდებარეობისა სოფელი ახერხებს ტურისტების მიზიდვას.
"ადგილობრივი მაცხოვრებლების უმეტესობა ტურისტებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ან ბაღებში კარვებისთვის გამოყოფილ ადგილებში, ღამეში დაახლოებით 7 პაუნდად ტოვებს. აქ არის ასევე პატარა კაფეები სადაც მოგართმევენ ქართულ ღვინოს, ხაჭაპურს და არომატულ სუპს. აქ ასევე მდებარეობს 2 პატარა მუზეუმი, მათ შორის ერთ-ერთი ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც ასახავს თუ როგორი იყო ერთ დროს ტრადიციული უშგულის სახლი",_წერს THE GUARDIAN.