საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი ხდება.
”მიღებული გადაწყვეტილება დააახლოებს ადამიანებს, ხალხებს, ბიზნესმენებს. ჩვენ პრაქტიკულად ვხდებით ამ დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ეს არის უდიდესი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიღწეულია წლების განმავლობაში, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას მიუძღვის დიდი წვლილი. ჩვენ დავაჩქარეთ პროცესი”, _ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.