"გილოცავთ! _ დღეიდან, სიტყვებს _ "საქართველო ევროპაა" უფრო ხშირად გაიმეორებენ მთელს მსოფლიოში" _ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას სოციალურ ქსელსი ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
" ევროპა აღარ იქნება მხოლოდ ელჩების და მთავრობის წევრების ამოცანა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში, უბრალო ადამიანები შედიან ევროპულ ოჯახში.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო!" _ წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.