https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფარული მიყურადებიის და მოსმენების საგანგაშო სტატისტიკა

12:02; 3.02.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" – IDFI სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ფარული მიყურადება 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. ამ ინფორმაციას IDFI უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გაზრდილია სასამართლოსადმი მიმართავაც შესაბამისი უწყებების მხრიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ნებართვის მისაღებად და ასევე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობაც.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, სატელეფონო მოსმენები 9% შეადგენს, სხვა ფორმით ფარული მიყურადების 90 პროცენტი კი უკონტროლოა.

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე.

2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი – 77%-დან 92%-მდე.

2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა.

სატელეფონო საუბრის მიყურადების მონაცემები 2016 წელს

2017 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა  სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების [1] რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები [2]. აქამდე ხელმისაწვდომი იყო მონაცემები მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით.

მონაცემების მიხედვით, სულ 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ – 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.

 წყარო: მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა [3]

უზენაესი სასამართლო 2014 წლიდან აქვეყნებს მონაცემებს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების შესახებ. ეს ვალდებულება, თავდაპირველად, IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის [4] ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაცია იყო [5].“ ამ ვალდებულების შესრულებით საქართველო მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ეს მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

თავდაპირველად, 2014 წლიდან გამოქვეყნებულ მონაცემებში არ იყო მითითებული დანაშაულის სახეობა და გეოგრაფიული არეალი. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვალდებულებას დაემატა მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით [6]. უზენაესმა სასამართლომ შეასრულა ვალდებულება და წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.

როგორც ირკვევა, 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე, საიდანაც შედარებით გამოირჩევა ბათუმი (22 შუამდგომლობა), ქუთაისი (19 შუამდგომლობა) და რუსთავი (13 შუამდგომლობა [7]). როგორც ირკვევა, 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

2015 წლიდან პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე შედის მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების რაოდენობის შესახებ. ამ მხრივ, უზუსტობაა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ 2016 წლის მონაცემებს შორის. კერძოდ, თუკი 2016 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განიხილეს 150 შუამდგომლობა (მათგან სრულად დაკმაყოფილდა 137 და ნაწილობრივ 5), 2016 წლის 12 თვის მონაცემებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განხილულია 79 შუამდგომლობა, საიდანაც დაკმაყოფილდა 69, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3, არ დაკმაყოფილდა 7. 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრი

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის 1 აგვისტოდან უზენაესმა სასამართლომ ასევე დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის პროაქტიულად გამოქვეყნებაც, სადაც გაერთიანებულია, როგორც სატელეფონო მიყურადებაზე, ისე სხვა ფარული მოქმედებების შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები. დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია 2014 წლის 4 თვის (18 აგვისტო – 31 დეკემბერი) , 2015 და 2016 წლების მონაცემები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

• სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

• ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია

   – კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), 
   – კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად), 
   – ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

• საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

• ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება;

• ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი – 77%-დან 92%-მდე გაიზარდა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის გამოქვეყნებით შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ ფარული მოქმედებების რა წილს შეადგენს ყოველწლიურად სატელეფონო მიყურადება. როგორც ირკვევა, 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით პროცენტულად ლიდერობს თეთრიწყარო (42,9%), სენაკი (18%) და გურჯაანი (18%). თბილისში 2016 წელს სატელეფონო მიყურადების წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 10,3%-ს შეადგენდა. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ჯამური წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 13,8%-ს შეადგენდა.

სამწუხაროდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი არ არის მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც დამატებითი ანალიზის საშუალებას შექმნიდა.

ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში, ასევე ამ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სატელეფონო მიყურადების მონაცემები არ მოიცავს სხვა ისეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა მათ შორის ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვება. შესაბამისად, დღეს ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები ვერ იძლევა სრულ სურათს სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მიყურადების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო [9], რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მიყურადება. აქედან გამომდინარე, პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ რეალურ მდგომარეობას.

რეკომენდაციები

1. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს Excel-ის ფორმატში, რაც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული;

2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე არსებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას შექმნის;

3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედებების მითითებით (მათ შორის: სატელეფონო მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან ან ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრონული თვალყურის დევნება სხვა ტექნიკური საშუალებებით);

4. დაზუსტდეს 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობა", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12 იანვარი, 2026

აშშ ირანს დამატებით სანქციებს უწესებს

ლუვრის მუზეუმთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026
პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო