ამერიკაში რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა რობოტი, რომელსაც 10 მეტრამდე ახტომა შეუძლია.
“Sand Flea” რწყილის მსგავსად დახტის. ეს მზვერავი რობოტი პენტაგონმა შეიმუშავა და კომპანია „Boston Dynamics”-მა შექმნა.
5 კილოგრამი წონის რობოტი ოთხ ბორბლიანია და ისე მოძრაობს, როგორც ჩვეულებრივი რობოტები. მაგრამ, როცა ვერტიკალურ წინააღმდეგობას ხვდება, შეუძლია ახტეს 10 მეტრამდე სიმაღლეზე.