იმ ამერიკელ სტუდენტთა ნახევარი, ვინც მიმდინარე წელს ეკონომიკის ან ინფოტექნოლოგიების სპეციალობით ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, იმედოვნებს სამსახურის დაწყებას „Google"–ის კომპანიაში.
მომავალ ინჟინრებს აშშ-ში ყველაზე სასურველად მიაჩნიათ სააგენტო „NASA“–ში დასაქმება, რომელიც თავის ფავორიტად აღიარა სტუდენტთა 17%-მა.
გამოკითხვაში მონაწილეობდა სხვადასხვა სპეციალობის თითქმის 60 ათასი სტუდენტი. კომპანია „Google" სხვა ორგანიზაციათა შორის წელს უკონკურენტოდ ლიდერობდა, არადა 6 წლის წინ საერთოდ არ ფიგურირებდა სტუდენტთა პასუხებში.
სასურველი სამსახურების ტოპსამეული კი ასე გამოიყურება:
1. „Google"
2. „Apple"
3. „Walt Disney Company"