,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, დღეიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაღლაფერიძე სთხოვს ჟურნალისტებს, რომ არ შეხედონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც კონკურენტ მედიას.
,,ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი,რომ თურმე ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან რამს დახურვას, დავამთავროთ ამაზე საუბარი„- განაცხადა მაღლაფერიძემ.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და შემდგომი განვითარების 3 წლიანი გეგმა წარმოადგინა, მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის სტრატეგიულ განვითარებაზე პაატა ქურდაძე იზრუნებს, რომელმაც უკვე განაცხადა თანხმობა ამ მიმართულებით იმუშავოს.