საქართველოს საპატრიარქო კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად ბერლინში, კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
"საქართველოს კათალიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს; კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის საჭირომ, სათანადო მკურნალობა; აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. გამოკვლევის დასრულების სემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე", _ აღნიშნულია ცისანა შარტავას ვიდეო მიმართვაში.