ნინა ბლაგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
_ ჩვენთან, ლიახურში ნამდვილად არ იყო გაწმენდილი გზა. ახლაც ფეხით ვარ წამოსული, ცენტრალურ გზაზე ვცხოვრობ, ჯვართან მისვლამდე.
იური პეტრიაშვილი, ქალაქი ოზურგეთი:
_ ვერ გეტყვით ვერაფერს, გზებს კი წმენდნენ თითქმის ყველა ქუჩაზე.
ჯემალ მეგრელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
_ ნაწილობრივ _ კი, ნაწილობრივ _ არა, მაგალითად მთისპირში, გზები გაიწმინდა ნორმალურად. ტრანსპორტი მოძრაობს.
იზო გოგატაძე, ქალაქი ოზურგეთი:
_ მე კი ვიყავი მომზადებული და მაგათი რა ვიცი! ასპროცენტიანი არავინ არაა.
ზინაიდა რუსიძე, ქალაქი ოზურგეთი:
_ კი დავდივართ ქუჩაში ამ ხნის ხალხი და მეტი რა ქნან?!
მერაბ დოლიძე, ქალაქი ოზურგეთი:
_ ნაწილობრივ კი შეხვდა _ პრესტიჟულ უბნებში.
ზვიად იმნაძე, ლანჩხუთი:
_ ნამდვილად მომზადებული შეხვდა, ყოველ შემთხვევაში აცანასა და მამათში გზები გაიწმინდა. სხვაგან არ ვიცი.
შოთა ბერიძე, ლანჩხუთი:
_ რატომ უნდა გიპასუხოთ?! თავი დამანებეთ, სხვას კითხეთ ვინმეს.
ვლადიმერ მელიქიძე, ლანჩხუთი:
_ შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესად.
გონერ ბარამიძე, ჩოხატაური:
_ წელს ძალიან დიდი თოვლი იყო და კიდევ კარგად შეხვდნენ. მე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ დაბრკოლების გარეშე ვიმუშავეთ.
ზაირა ჯიბლაძე, ჩოხატაური:
_ საშუალოდ კი წმენდნენ გზებს. უკმაყოფილო არ ვარ.
ანზორ გუბელაძე, ჩოხატაური:
_ კი, მომზადებულები იყვნენ.
ზინა ვასაძე, ჩოხატაური:
_ საშუალოდ.
ნატრული ჩიქობავა, ქალაქი ოზურგეთი:
_ ვატყობ, რომ ოზურგეთში არ იყო ხელისუფლება მომზადებული. სადგურში ვნახე, რომ არ იყო გზა გაწმენდილი, არც საავადმყოფოს მისასვლელთან არ ეტყობა, რომ ვიღაცამ იმუშავა.
რუსლან ბაბილოძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
_ არა, არ იყვნენ მომზადებულები, მაკვანეთში კი გაწმინდეს, პატრონობენ ადგილობრივები, სხვებისგან განსხვავებით, კიდევ კარგადაა ჩვენთან მდგომარეობა.