შპს "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას "თბილსერვის ჯგუფის" პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი"ტუია", დაზიანებულია- 484 ძირი "კვიდო". ასევენ, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.