“გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსის ნინო სალუქვაძე აცხადებს, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე მოსახლეობის პრობლემებს ყოველთვის ეცნობა და ის ხალხს ხვდება.
დღეს, როგორც ყოველ ორშაბათს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს მოსახლეობასთან შეხვედრის დღე აქვს. დილიდანვე მოსახლეობა მასთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ ხალხს მისი მოადგილე ლავრენტი ქვილორია ხვდება.
როგორც გამგებლის მომლოდინეები აცხადებენ, ასე გრძელდება უკვე სამი კვირის განმავლობაში. ისინი გამგებელთან შეხვედრას ვერ ახერხებენ.