გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი.
8 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი
20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +3, +8°; ზემო აფხაზეთში ღამით -6, -1°, დღისით +4, +9°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით +2, +7°, ზოგან -3°-მდე.
თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა.
სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2°, დღისით +11°.
9 თებერვალს: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°; ზემო აფხაზეთში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°.
აღმოსავლეთ საქართველოში – ღრუბლიანი ამინდი. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი
10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°.
თბილისში – ღრუბლიანი ამინდი. თოვლჭყაპი და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1, დღისით +4°.