https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტრატეგიული სიჩუმე _ “წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას შეეწირება მედიის მრავალფეროვნება”

10:02; 9.02.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"სამართლიანი არჩევნები"  საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ბლოგპოსტი, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის "შეჩერების" პერსპექტივას, არჩენების ჭრილში განიხილავს.

სტრატეგიული სიჩუმე

1956 წელს, როდესაც პირველი ქართული ტელევიზია, ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველად გავიდა ეთერში, მას კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა, ყოფილიყო სსრკ-ს პროპაგანდის იარაღი. ის გაწერილი, წიგნად გამოცემული წესებით მოქმედებდა. მეტიც, სპეციალური თანამდებობაც არსებობდა – მთავლიტის, რომელიც რადიო თუ ტელეეთერში გასულ ნებისმიერ სიტყვას აკონტროლებდა, შემდეგ ცენზურის წიგნში ეძებდა და იმის მიხედვით რთავდა ნებას არხზე მომუშავე ადამიანებს მომზადებული მასალა ეთერში გადაეცათ.

შემდგომში, სახელმწიფო ტელევიზია ვერც მაშინ გათავისუფლდა, როდესაც ქვეყანამ საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. არხის კისერზე გადაიარა ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის არაერთმა მუქარამ, მოგვიანებით კი ტელევიზიის ხელმძღვანელები პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებოდნენ ხელისუფლების ნებას.

2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიის მეტ-ნაკლები გათავისუფლება იყო მმართველი ძალის კონტროლისგან. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა კრიტიკული გადაცემები, არა მოჩვენებითი, ფსევდო კრიტიკით, არამედ რეალური, ძლიერი ხმებით. მათ შორის ყველაზე პოპულარული „რეალური სივრცე“ და „ინტერვიუ“, გადაცემები, რომლებიც ღიად კრიტიკული და თემატურად მრავალფეროვანია. ეს გადაცემები ეთერს უთმობს ისეთ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთა ხმა სხვაგან არსად ისმის. თუმცა, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხმა შესაძლებელია ერთი წლით ჩაწყდეს და როგორი იქნება გაჩუმებული, თეთრი ხმაურის ამარა დარჩენილი არხი 2018 წელს – არავინ იცის.

6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას მაუწყებლის განვითარების სტრატეგია წარუდგინა, რომლის მოკლე შინაარსი ისაა, რომ 1 წლის ვადით არხზე საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება და ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით არხის ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდება, არქივი გაციფრულდება, მართვის ახალი მოდელი დამკვიდრდება.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არხის ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჯანსაღებაზე ფიქრი საზოგადოების საჯარო ინტერესების შელახვის ხარჯზე დაიწყო. ამ მსჯელობის საფუძველს იძლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი და მისი მნიშვნელობა ქართულ მედია სივრცეში მიმდინარე ძვრების, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების და რამდენიმე თვეში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში.

საზოგადოებრივ მაუწყებლის ხმის ჩაწყვეტა არათუ არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს, არამედ უკანონოა.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება დამოკიდებულია წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასა და საარჩევნო პროცესის კონკურენტულ გარემოში წარმართვაზე, რომლის ერთ-ერთი გარანტორი საზოგადოებრივი მაუწყებელი და მის ეთერში გასული ახალი ამბები, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამები და არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები/პოლიტიკური დებატები უნდა იყოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა არჩევნების გაშუქების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან გეგმის თანახმად, კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია „მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, საინფორმაციო გამოშვებების გარდა.“ შესაბამისად, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, საარჩევნო წელს მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვების გარდა, შეჩერდება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამომრჩევლის წინაშე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას იმთავითვე გამორიცხავს.

საარჩევნო პროცესების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესის გაშუქების დროს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით სპეციალური ვალდებულებები აქვს დაკისრებული, მათ შორის „საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი; გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდო თარგმანი;  და არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

საარჩევნო კამპანიის გაშუქების გარდა, მაუწყებელს კანონით იმპერატიული ვალდებულება აკისრია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში საქართველოს პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.

თუმცა გამოცხადებული „გარდაქმნისა და განვითარების“ სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს იმ მიზეზით აღარ შეასრულებს, რომ ყველა გადაცემა (ახალი ამბების გარდა) უბრალოდ, „შეჩერდება“.

პოლიტიკური პროცესების და არჩევნების გაშუქების ამგვარი ვალდებულება და სტანდარტი სხვა მედია საშუალებებისთვის კანონით არ არის დადგენილი და კანონმდებელმა უმნიშვნელოვანესი პროცესი – არჩევნების მედია გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი – სწორედ საჯარო დაფინანსების მქონე მაუწყებელს დაუწესა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი სამწლიანი სამოქმედო გეგმის რეალიზების შემთხვევაში, კონკურენტულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მედია გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

არხის ახალი ხელმძღვანელის მრჩევლი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ არხი „ტექნიკური კოლაფსის“ წინაშეა და გადაცემების „შეჩერების“ გარდა არხს სხვა გამოსავალი არ აქვს. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ რიგი ტელეკომპანიების ერთ ჰოლდინგში კონცენტრაციას, როდესაც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ისევ გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩუმება შესაძლოა მიმართული იყოს საარჩევნო წელს მედია პლურალიზმის შემცირებისკენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სიჩუმე იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას შეეწირება მედიის მრავალფეროვნება, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების შესაძლებლობა და არხზე დასაქმებული ასობით ადამიანის ბედი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17 სექტემბერი, 2026

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო