ილიაუნის თეატრის ფოიეში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ თეატრებზე სუბსიდიის, პროექტების დაფინანსებისა და პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დახარჯულია დაახლოებით, 65 417 564 ლარი. ეს ციფრი არის წილი იმ რესურსისა რასაც იყენებს და ხარჯავს ქართული თეატრი ყოველწლიურად.
საქართველოს 42 თეატრს 2016 წელს 522 330 მაყურებელი სტუმრობდა. ამათგან დედაქალაქის თეატრებს 375 534, ხოლო რეგიოონების თეატრებს 147 796 მაყურებელი.
ინფორმაციისთვის, კვლევაში საქართველოში მოქმედი 44 თეატრიდან 42 თეატრმა მიიღო მონაწილეობა, როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან. მათ შორის, კერძო და დამოუკიდებელმა თეატრებმა.
კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული ხუთეულების შედგენა და რეიტინგების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით, რომელშიც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით 20-ზე მეტი მოქმედი კრიტიკოსი მონაწილეობდა. საუკეთესო ხუთეულში შესულ თეატრის მოღვაწეებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის საპატიო დიპლომები გადაეცათ.