საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოკტოველის ინფორმაციით, პატრიარქს ოპერაცია მომავალ ორშაბათს ჩაუტარდება. ამის შესახებ მან "გურია ნიუსს" განუცხადა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები პატრიარქის მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით სიცრუეა.
"პატრიარქს დაუნიშნეს ოპერაცია მომავალ ორშაბათს, ნაღვლის ბუშტზე. არაფერი სხვა ოპერაცია მასთან დაკავშირებით არ ტარდება. ამ წუთში ვესაუბრე გერმანიას, არავითარი ოპერაცია არ სრულდება. პატრიარქი ემზადება ორშაბათისთვის, ოპერაციისთვის, რომელიც მას ნაღვლის ბუშტზე უნდა ჩაუტარდეს. ზუსტად ამ მიზნით წავიდა ის გერმანიაში", _ აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა და დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ წუთებში პატრიარქს გულის ოპერაციას უკეთებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
"მე არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, იქნებ წყარო დამისახელოთ, ძალიან მაინტერესებს. სხვა ჟურნალისტებმაც დარეკეს და ყველა ერთმანეთს აბრალებს“, _ აღნიშნა ბოტკოველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ამავე თემაზე: