დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭანტურაიას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველს დაეკისრა განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ დაფიქსირებული მოსაზრების უსაფუძვლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით წერეთლის მიმართ.