თბილისის ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
"თელასის" ინფორმაციით, ვაკის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.