https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს დისკრედიტაციად აფასებს

11:02; 10.02.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახალხო დამცველი  თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სისტემური ხარვეზების მიღმა, ამ კონკრეტული საქმის განხილვისადმი სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

საქმე ეხება სახალხო დამცველის აპარატის  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ამავე დროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ილია ჭანტურაიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

"გურია ნიუსი" სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროა, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამასთან, ამ კონკრეტულ საქმეში არსებული დარღვევები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ნათლად წარმოაჩენს იმ მანკიერ პრაქტიკასა და ხარვეზებს, რაც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც არაერთი წელია საუბრობს სახალხო დამცველი, მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში.

მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი ყველა სახის გავლენისაგან და ემორჩილებოდეს მხოლოდ კანონს, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სასამართლო სისტემამ და მოსამართლეებმა თვითონ შექმნან, რათა მათი საქმიანობა არ უჩენდეს გარეშე დამკვირვებელს მათი მიკერძოების განცდას, რაც სამწუხაროდ დღეს ქართულ მართლმსაჯულებას აკლია და ეს არაერთი კონკრეტული საქმის განხილვის დროს გამოჩნდა.

ილია ჭანტურაის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ, სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის,  მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ გამოყენება და სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამიდან რეგისტრირებული დოკუმენტის წაშლის, სხვა დოკუმენტით ჩანაცვლების დავალების გაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის უმთავრესი ხარვეზი უკავშირდება რეგისტრირებული სარჩელის მოსამართლეებზე განაწილების წესს; მიუხედავად იმისა, რომ "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია თუ როგორ ნაწილდება საქმეები მოსამართლეებს შორის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს აცნობა, რომ საქმეთა განაწილების შესახებ მონაცემებს არ ამუშავებს. რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ არავის შეუძლია გადაამოწმოს, კანონის მოთხოვნათა დაცვით გაანაწილა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარემ რეგისტრირებული საქმე, თუ ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი კანონდარღვევას. ასე კონკრეტულად, საქმის მასალების მიხედვით, ილია ჭანტურაიას სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ, ხოლო განიხილა ამავე კოლეგიის სხვა მოსამართლემ დავით წერეთელმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია, საქმეთა რიგითობის წესების დაცვით მოსამართლე დავით წერეთელზე ან/და დიანა ფარქოსაძეზე განაწილების შესახებ.

სწორედ ეს არის ხარვეზები რის გამოც უკვე არაერთი წელია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნად სახალხო დამცველი სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღებას აყენებს; მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ეს ცვლილებები კანონში აისახა, მისი სრულად ამოქმედების 2018 წლამდე გადადება უკვე დამაზიანებელია ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის. ამ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრის დაწყებიდან დღემდე გავიდა საკმარისზე მეტი დრო, რომ ტექნიკური მხარე საქმისწარმოების ელექტრონული წესის ამოქმედებისათვის გამართული ყოფილიყო.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ სარჩელის მოსამართლეზე განაწილების დროს, დავით წერეთელი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო შვებულებაში ყოფნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია. 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ამასთან დაჩქარებული წესით. 2016 წლის 26 ივლისს რეგისტრირებული სარჩელის განხილვა ამავე მოსამართლემ, 2016 წლის 21 სექტემბერს ერთ მთავარ სხდომაზე დაასრულა, რომელიც 12.00 საათიდან – 19.00 საათამდე გრძელდებოდა.  ამავე დღეს, მოსამართლემ გადადო ყველა სხვა საქმის განხილვა, რომელიც მას დანიშნული ჰქონდა 12.00 საათის შემდეგ; და ეს იმ პირობებში, როცა სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დარღვევა დამკვიდრებული წესია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, რომელიც დღევანდელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. როგორც თბილისის საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოებმა ილია ჭანტურაიას არც ერთი ქმედება არ დააკვალიფიცირეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა. უფრო მეტიც, სასამართლომ, სხვისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი საქმე არ აქვს განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მაშინ, როდესაც  მოქმედი კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციას წარმოადგენს  სამართალდარღვევის საკითხის შესწავლა და არა საჯარო მოსამსახურის მიერ, უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების და შეგნებულად უგულებელყოფის, სამსახურებრივი დებულების და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტებით დადგენილი წესების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესწავლა.  

ამასთან, სასამართლომ დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნია ილია ჭანტურაიას მიერ აპარატის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამიდან რეგისტრირებული განცხადების წაშლის და სხვა შინაარსის განცხადებით ჩანაცვლების დავალების გაცემა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირისათვის. სასამართლომ ფაქტიურად წაახალისა აღნიშნული ქმედება, არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატისთვის, არამედ ყველა საჯარო სამსახურის სისტემისათვის, სადაც საქმისწარმოება ელექტრონული პროგრამების გამოყენებით მიმდინარეობს და ამით საჯარო მმართველობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის მიერ მიღებულ განჩინებას საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, სახალხო დამცველმა განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეზე საქმის გადაცემის საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით", _ აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭანტურაიას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველს დაეკისრა განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. 

უჩა ნანუაშვილის განცხადების შემდეგ, იურიდიულმა კომპანია LPC-მ, სადაც ამჟამად არის დასაქმებული ილია ჭანტურაია, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, თითქოს "საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართული დისკრედიტაციაა".

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახორციელებს თავად დღევანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რაც გამოიხატა ადამიანის ფუნდამენტური უფლების – შრომის, პირადი ცხოვრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების შელახვაში. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ორი ინსტანციის სასამართლომ (საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება).
სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე იყო არა სახალხო დამცველის აპარატი, არამედ სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი. შესაბამისად, სასამართლოების მიერ მიღებული გადწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის მიერ მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტები, გავლენას ვერ მოახდენს სახალხო დამცველის აპარატის რეპუტაციაზე.

სახალხო დამაცველი აცხადებს: "სამწუხაროა, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს".

მოცემული განცხადება შეიცავს მისი მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შემდეგი გარემოებების გამო:

სახალხო დამცველის უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ." დასახელებულ კანონი ადგენს იმ მექანიზმებს და უფლებამოსილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ადგილი ქონდა ადამიანის უფლების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, სახალხო დამცველმა ისე გაკეთა დასკვნა საქმის განხილვის მნიშვნელოვანი დარღევებით წარმართვის თაობაზე, რომ ეს საკითხი მისი უფლებამოსილების ფარგლებში არ შეუსწავლია. მეტიც, მის მიერ ამ საკითხის შესწავლა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ განხორციელდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველი, როგორც ჩვეულებრივი დამსაქმებელი, მოცემულ სასამართლო დავაში იყო მოსარჩელის თანასწორუფლებიანი მხარე. მისი უფლებები ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით და მას სასამართლო განხილვების დროს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მხარისათვის გათვალსიწინებული ყველა უფლებამოსილებით.

ამასთან, იმ ვითარებაში, როცა თავად აცხადებს, რომ აპირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ანუ ამოწურული არ არის გადაწყვეტილების გაუქმების კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმები, ის თავის ტრიბუნას იყენებს იმისათვის, რომ საზოგადოებას შეუქმნას მცდარი შეხედულება განხორციელებული მართლმსაჯულების მიმართ. ეს სხვა არაფერია, თუ არა მართლმსაჯულებაზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სახალხო დამცველის განცხადებით, "ჩნდება კითხვა, თუ რატომ განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ამასთან დაჩქარებული წესით." სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა არ იცის რას ნიშნავს საპროცესო კანოანმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია საქმეთა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. საზოგადოების საყურადღებოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ილია ჭანტურაიამ სარჩელი მის მიმართ გამოყენებული დისცილპინური პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე წარადგინა 2016 წლის 6 მაისს, ხოლო გათავისუფლების შესახებ სარჩელი – 26 ივლისს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ორივე სარჩელის გაერთიანების შედეგად, გადაწყვეტილება გამოიტანა 2016 წლის 22 სექტემბერს ანუ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ. უჩა ნანუაშვილს ასევე უნდა შევახსენოთ, რომ საპროცესო კანონმდებლობით შრომითი დავების განხილვის ვადა არის ერთი თვე. ამასთან, სახალხო დამცველს თავად აქვს გაგზავნილი არაერთი წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისათვის ზომების მიღების თაობაზე. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას არა კანონზე დაყრდნობით, არამედ – მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით.

დაბოლოს, უჩა ნანუაშვილის მიერ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობისა და მართლმსაჯულების იმიჯის შელახვის თაობაზე ილია ჭანტურაიამ უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", _ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ყოფილმა თანამშრომელმა სახალხო დამცველს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

ყოფილმა თანამშრომელმა სახალხო დამცველს სასამართლო დავა მოუგო

სახალხო დამცველის აპარატიდან დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს

ვისთვის შეიძინა უჩა ნანუაშვილმა ძვირადღირებული "მერსედესი" და უკავშირდება თუ არა ამას თანამშრომლის გათავისუფლება

რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში

რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18 თებერვალი, 2026

ე.წ. 9 აპრილის სკვერის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა _ "მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ არსებული გარემოთი"

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო