გერმანიაში უჩვეულო ველოსიპედი შექმნეს, რომელსაც არც სავარძელი აქვს და არც _ პედალი. იგი მოძრაობს მხოლოდ მაშინ, როცა მასში მდგომი ადამიანი მიდის ან გარბის.
სავარძლის ნაცვლად დიზაინერებმა სპეციალური ღვედები შექმნეს, რომლითაც ველოსიპედისტი მაგრდება. სიჩქარის გასავითარებლად ველოსიპედისტმა უნდა გაირბინოს, შემდეგ აწიოს ფეხები და უკანა ბორბალზე განთავსებულ სპეციალურ სამაგრზე დადგას.
გერმანელი დიზაინერების ტომ ჰემბროკისა და ჯური სპეტერის მიერ შექმნილ ველოსიპედს "FLIZ"-ი დაარქვეს.
გამოგონების კონცეფცია დიდ ქალაქებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპანაგანდას ისახავს მიზნად."FLIZ"-ის გამომგონებლების შთაგონების წყაროდ კარლ დრეისის მიერ 1817 წელს შექმნილი პირველი პერსონალური სატრანსპორტო საშუალება იქცა. მოწყობილობა წარმოადგენდა ჩარჩოს ორი ბორბლით და მოგვაგონებდა თანამედროვე ველოსიპედს პედლების გარეშე. ჰემბროკსა და სპეტერს რაღაც მსგავსის გაკეთება სურდათ, თუმცა თანამედროვე სახით.
ამისათვის, მათ დრეისის გამოგონების ნაკლოვანებები გამოავლინეს, კერძოდ, საჭის არაეფექტური მართვა და უზარმაზარი სავარძელი. შემდეგ "FLIZ"-ის ხის მასალისგან დამზადებული პროტოტიპი ააწყეს.
"FLIZ"-ი ყოველწლიური პრემიის "James Dyson Award"-ის ნომინანტია. ეს პრემია მტვერსასრუტის შემქმნელის ჯეიმს დაისონის მიერაა დაფუძნებული და ახალგაზრდა გამომგონებლების წახალისებას ისახავს მიზნად.