ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების ადგილზე აჭარის პოლიციაა მობილიზებული.
ადგილიდან "პირველის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ნაღმი აფეთქდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებობ სამუშაოებს ახორციელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობების დაზიანებდის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ფაქტი "პირველს" შსს–ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე რეაგირებს აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმნდირებობს, რაც ნივთის განადგურება–დაზიანება გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 5 წლამდე.