https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირი დანაშაულს „გურია ნიუსთან“ აღიარებს _ ვინ ჩაიდინა ყაჩაღობა სინამდვილეში (ექსკლუზივი)

23:02; 10.02.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩემი ეს განცხადება. სამწუხაროდ, ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სრულიად  უდანაშაულოდ იხდის სასჯელს გიორგი დემურიშვილი. მსურს, უდანაშაულო ადამიანი არ ისჯებოდეს. როდესაც შევიტყვე, ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დაუჭერიათ ვინმე გიორგი დემურიშვილი, გადავწყვიტე მეღიარებინა დანაშაული. თქვენი დახმარებით მინდა ცნობილი გახდეს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის, პარლამენტისთვის და მთავრობისთვის, რომ მე ჩავიდინე დანაშაული და გიორგი დემურიშვილს ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს, რასაც მე დავადასტურებ მტკიცებულებებით და ფაქტებით. ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან მთელი ცხოვრება არ მედოს ცოდვად უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა. გთხოვთ, შეისწავლოთ აღნიშნული განცხადება და მიიღოთ მხედველობაში ჩემი უმძიმესი მდგომარეობა“, _ ეს წერილი სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან „გურია ნიუსმა“ 2016 წლის 2 დეკემბერს მიიღო. წერილის ავტორი, მისივე მითითებით პატიმრობაში მყოფი ამირან მჭედლიშვილია.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, წერილში არ იყო მითითებული, თუ რა დანაშაულზეა საუბარი, როდის მოხდა ის და რატომ გადაწყვიტა წერილის ავტორმა „გურია ნიუსთვის“ მოემართა და არა საგამოძიებო უწყებებისთვის.

დეტალების გასარკვევად ვეცადეთ წერილში ხსენებული პატიმრის, გიორგი დემურიშვილის უფლებების დამცველს დავკავშირებოდით. როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავდა, ამირან მჭედლიშვილის პოზიციის შესახებ მისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, ადვოკატი ამ ყველაფრის დადასტურებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ელოდებოდა. მჭედლიშვილის დაკითხვა სასამართლო პროცესზე მას უკვე მოთხოვნილი ჰქონდა. 

2017 წლის 30 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ამირან მჭედლიშვილი. პროცესს ესწრებოდა ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი დემურიშვილიც.

როგორც მასალებიდან და შემდგომ მოწმის დაკითხვიდან ირკვევა, საქმე ეხება 2015 წლის 17 იანვარს, ქალაქ გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ხანდაზმული ქალბატონის ნათელა მინდაძის დაყაჩაღებას. სახლიდან წაღებული იყო საყურე, ჯაჭვი და საათი, რომელიც დაზარალებულის შვილს, ხათუნა ქორელს ეკუთვნოდა. ასევე, რამდენიმე ათლარიანი კუპიურა  და 200 დოლარამდე თანხა. ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღესვე ბრალდებულის სახით დააკავეს გიორგი დემურიშვილი, რომელსაც, მოგვიანებით, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გიორგი დემურიშვილსა და დაზარალებული ნათელა მინდაძის შვილს, ხათუნა ქორელს ნაცნობობა აკავშირებდათ. კერძოდ, დემურიშვილი ქორელს ბინის დაგირავებაში უნდა დახმარებოდა, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს. ხათუნა ქორელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დემურიშვილმა იცოდა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, გახდა ყაჩაღობის ფაქტის მიზეზიც. თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს, 30 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოწმე ამირან მჭედლიშვილის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მჭედლიშვილი დეტალურად აღწერს, როგორ გაიგო ხათუნა ქორელის ბინაში არსებული თანხის შესახებ და როგორ დააყაჩაღა დედამისი, ნათელა მინდაძე.

„2015 წლის 17 იანვარს, მქონდა 500 ლარი. ამ თანხით შევედი პოკერ კლუბ „პირამიდაში“. დავიწყე თამაში და წავაგე. ეს თანხა 5 საათისთვის უნდა გადამეხადა შვილის მასწავლებლისთვის და დამეფარა კომუნალური გადასახადები. ფულის წაგების მერე გამოვედი პოკერკლუბიდან და დავინახე გიორგი დემურიშვილი, რომელიც ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა, ვიღაცას აგინებდა. მითხრა, რომ ხათუნა ქორელს აქვს  ფული მოსატანი, ვურეკავ და არ მპასუხობსო, სახლშიც ვიყავი და არ დამხვდაო. ამის შემდეგ ვიყიდე გზად „სკოჩი“ (წებოვანი ლენტი; ავტ.), მივედი ქორელების ბინასთან, ავედი სახლში, გავაღე კარი, საიდანაც შემომესმა ტელევიზორის ხმა. შევიხედე ოთახში და დავინახე ქალი, ჩემგან ზურგით იჯდა. მან ვერ დამინახა… ვიცოდი რომ სახლში ინახებოდა 20-25 ათასი დოლარი. დავიწყე ძებნა, რომ ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე ქალს დავლაპარაკებოდი. უკნიდან მივედი, რადგან „მასკა“ (სტილი დაცულია, ავტ.) არ მეკეთა, მხოლოდ კაშნე მქონდა… ქალს ვკითხე სად იყო ფული. მითხრა, რომ თავის კუთვნილ თანხას მომცემდა. ვემუქრებოდი, თუ არ მომცემდა ფულს, ცუდ რაღაცას დავმართებდი… წიგნი გამოიღო და 10-ლარიანი კუპიურები მომცა. ჩანთიდანაც ამოიღო ხურდები. თანხა ცოტა იყო. ამის შემდეგ გავუკარი „სკოჩით“ ხელები, პირი და დავიწყე ფულის ძებნა. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე იმ ოთახში. მეორე ოთახში ვნახე ჩანთა, რომელშიც იდო ტელეფონის ყუთი, საპენსიო წიგნაკი, ნათელა მინდაძის პირადობის მოწმობა და 200 დოლარი. წამოვიღე ეს ნივთები და დავტოვე სახლი“, _ აღნიშნა ჩვენების მიცემისას ადვოკატის კითხვების საპასუხოდ ამირან მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, თუ გამოძიება დაინტერესდება, მას დღესვე შეუძლია წარადგინოს ნათელა მინდაძის სახლიდან წამოღებული საპენსიო წიგნაკი და პირადობის მოწმობა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე ჩავიდინე ეს დანაშაული. ჩამიტარეთ დნმ -ის ანალიზი. წარვადგენ ამ ნივთებს და მიხვდებით რომ დემურიშვილი უდანაშაულოა… 10-15 წუთი ვიყავი ბინაში; ვიყავი მხოლოდ მე და იქ ჩემს გარდა არავინ ყოფილა“, _ განაცხადა პროცესზე მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებს, იცნობდა თუ არა ხათუნა ქორელს და საიდან იცოდა მან მის სახლში არსებული თანხის შესახებ, მჭედლიშვილმა განაცხადა:

„ყაჩაღობამდე 5-6 დღით ადრე, დავურეკე გიორგი დემურიშვილს, რომელსაც ვიცნობ, ვმეგობრობთ, ვთხოვე ჩემი სიდედრის სახლში წავეყვანე მანქანით. როცა გამომიარა, მანქანაში იჯდა ქერათმიანი ქალი, მეგონა, რომ გიორგის მეუღლე იყო და მივესალმე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ქალი იყო ხათუნა ქორელი, რომელიც გიორგიმ თავის მეგობრად გამაცნო. მითხრა, რომ ჯერ ხათუნა უნდა მიგვეყვანა სახლში, შემდეგ მე წამიყვანდა. გზაში საუბრობდნენ რაღაც ბინის დაგირავებაზე. მაშინ თქვა ქორელმა რომ ფული ჰქონდა. 20 ათასი ედო, მაგრამ გიორგის სთხოვდა 5 ათასი დაეკლო. დავტოვეთ ქორელი და გიორგიმ ამიყვანა მანქანით ჩემ სიდედრთან“, _ განაცხადა მჭედლიშვილმა.

პროკურორის მიერ დასმული დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ ამ სახლში სხვა დროს არასოდეს ყოფილა, ხათუნა ქორელი კი, სულ რამდენჯერმე ჰყავს დანანახი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ განაცხადა მან დანაშაულის შესახებ აქამდე, მჭედლიშვილმა აღნიშნა:

„მჯეროდა, რომ გორის რაიონული სასამართლო ბოლომდე ობიექტური იქნებოდა და რვაწელნახევარს არ მიუსჯიდა უდანაშაულო ადამიანს. ამ ფაქტიდან დაახლოებით 4-5  თვეში მეც დამიჭირეს ყაჩაღობის ბრალდებით და 10 წელი მაქვს მისჯილი, თუმცა ამ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ვცნობ. საქმე სააპელაციო ეტაპზეა.  სხვათაშორის, ეს პროკურორი მთხოვდა მეღიარებინა  დანაშაული და 3 წელს მოგცემო. მაინც არ ვაღიარე. ის დანაშაული კი ნამდვილად ჩემი ჩადენილია და ამას ვამბობ კიდეც“, _ განაცხადა მჭედლიშვილმა და დასძინა, რომ პროკურორი ია მეფარიშვილი „საქმეების შეკერვითაა“ დაკავებული და მის მიერ „გაუბედურებული“ 48 ადამიანი იხდის სასჯელს ქსნის დაწესებულებაში.

რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევს და გაითვალისწინებს თუ არა ამირან მჭედლიშვილის ჩვენებას სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, დაინიშნება თუ არა დნმ-ის ექსპერტიზა, რომელსაც მოწმე პროცესზე ითხოვდა.

საქმის პროკურორმა ია მეფარიშვილმა „გურია ნიუსთან“ კომენტარზე უარი განაცხადა და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გადაგვამისამართა.

რაც შეეხება გიორგი დემურიშვილს, რომელსაც აღნიშნული ყაჩაღობისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დანაშაულს არ აღიარებს.  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულის მიერ გამოტანილ განაჩენში კი აღნიშნულია: "სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია აშკარა, შეთანხმებული და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გიორგი დემურიშვილის დანაშაულებრივ ქმედებას".

განაჩენში ასევე ნათქვამია, რომ საქმის არსებითი განხილვისას მოწმეთა ჩვენებებს შორის არ ყოფილა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

მიუხედავად ამისა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს სააპელაციო ეტაპიდან იცავს, აღნიშნავს, რომ საქმეში არის ისეთი შეუსაბამობები, რაც აშკარად ადასტურებს გიორგი დემურიშვილის უდანაშაულობას. ადვოკატის თქმით, „გამოძიება თავიდანვე დაადგა არასწორ გზას, სრულიად უდანაშაულო ადამიანი _ გიორგი დემურიშვილი მისცეს პასუხისგებაში მაშინ, როდესაც რეალურად დანაშაული  სულ სხვა პირმა ჩაიდინა“.

გარდა ამისა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში ძალიან ხარვეზია დაშვებული როგორც დემურიშვილის დაკავების, ასევე მტკიცებულებების შედგენისა და სასამართლოზე საქმის წარმართვის დროს.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ სრულიად დააიგნორა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხები და არ მოახდინა მტკიცებულებათა ანალიზი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი, მისივე თქმით, რეალურად ადასტურებს არა გიორგი დემურიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ ბრალდებულის უდანაშაულობას.

„გამოძიება თავიდანვე დაადგა არასწორ გზას, სრულიად უდანაშაულო ადამიანი მისცეს პასუხისგებაში მაშინ, როდესაც რეალურად დანაშაული ჩაიდინა სულ სხვა პირმა _ ამირან მჭედლიშვილმა, რაც მან სასამართლოზე დაკითხვისას აღნიშნა კიდეც. გიორგი დემურიშვილი დააკავეს საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და ისე შეავსეს ჩხრეკის ოქმი, რომ რეალურად მისი ჩხრეკა არ ჩუტარებიათ. გამომძიებლებმა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ თითქოს ბრალდებულისგან ამოიღეს ნივთები, რეალურად კი, არ მომხდარა ბრალდებულისგან არანაირი ნივთების ამოღება. მეტიც, გიორგი დემურიშვილი საერთოდ არ გაჩხრეკილა და მისგან არანაირი ნივთი არ ყოფილა ამოღებული.

"სლოტ კლუბის ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ სანამ გიორგი დემურიშვილი წაყვებოდა პოლიციელებს, მან რაღაც ნივთები გადასცა მის მეგობარს მერაბ მინდიაშვილს, რომელთა შორისაც შესაძლოა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი საგნები. მაგრამ ამის უფლებას მას პოლიციელები აძლევენ.  მაშინ, როდესაც, პატაკში ეწერა შემდეგი: "გიორგი დემურიშვილს პირადად უნდა ჰქონდეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნათელა მინდაძის ბინიდან ყაჩაღობის შედეგად წამოღებული ნივთები".  ჩხრეკის ჩაუტარებლობას ადასტურებს ისიც, რომ  გიორგი დემურიშვილს იზოლატორში მოთავსების დროისათვის თან ჰქონდა ფულადი თანხა ხუთი ლარის ოდენობით; ორი ცალი სანთებელა; თეთრი ფერის საათი; თეთრი ფერის ბეჭედი; ცხვირსახოცი; თასმები და ხატი „ცეპით. პოლიციაში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად "გიორგი დემურიშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქ გორში და პირადად უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნათელა მინდაძის ბინიდან ყაჩაღობის შედეგად წამოღებული ნივთები".

გარდა ამისა, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ფაქტობრივი დაკავება მოხდა 19 საათსა და 19 წუთზე, ხოლო ფაქტობრივი დაკავების ზუსტ ადგილად მითითებულია პოლიციის განყოფილება, კერძოდ: გორის რაიონული სამმართველოს შენობა. დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტ დროდ კი მითითებულია: 19 საათი და 25 წუთი. თუ დემურიშვილი პოლიციის შენობაში დააკავეს, მაშინ რატომ არის დაკავების დროდ მითითებული "ევროპაბეთიდან" წამოყვანის დრო? გარდა ამისა, დაკავების დროისათვის არ ყოფილა ჩხრეკა დაწყებული. მაშინ საინტერესოა, დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლად რატომ არის მითითებული, რომ მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი. თუ, როგორც დამკავებელი პირები ამბობენ, არაფერი საეჭვო არ ყოფილა, ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და უწყინარად, უპრობლემოდ მოხდა დემურიშვილის გაყვანა სლოტ კლუბიდან, მაშინ რატომ მიუთითეს ეს დრო დაკავების დროდ?!“ _ აღნიშნავს კაკაბაძე.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, რომელსაც მოსამართლე ნინო გერგაულმა გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა, აღნიშნულია, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა როგორ ნათელა მინდაძის, ასევე გიორგი დემურიშვილის ტანსაცმელს.

 დასკვნის მიხედვით, "წებონვან ლენტზე აღმოჩენილი მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს და გიორგი დემურიშვილის ჟაკეტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება, ასევე დემურიშვილის ქურთუკზე აღმოჩენილ ნაცრისფერი შალის ბოჭკოებს და ნათელა მინდაძის ჯემპრის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვინლება. თუმცა, ნათელა მინდაძის ჯემპრზე დემურიშვილის ტანსაცმლის  შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა“. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დგინდება ბრალდებულის შეხება დაზარალებულთან.

ამაზე დემურიშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს:

"მოსამართლემ მიიჩნია, რომ გვარობრივი კუთვნილება ნიშნავს იდენტურობას და გამოიყენა გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად მაშინ, როდესაც ექსპერტმა განმარტა, რომ გვარობრივი ნიშნავს ბუნებას და არა იდენტურობას. ეს ნიშნავს, რომ ერთგვაროვანია მასალა რომლითაც ტანსაცმელია დამზადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტანსაცმელი ერთიდაიგივეა მასალისაა", _ აღნიშნავს კაკაბაძე. 

გარდა ამისა, როგორც ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადგინდა, რომ ბინაში არსებობდა ორზე მეტი პირის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვლები, რომლებიც მიეკუთვნება მამაკაცს და არ მიეკუთვნება არც ნათელა მინდაძის ოჯახის წევრებს, არც გიორგი დემურიშვილს.

"გიორგი დემურიშვილის თანამონაწილეობა წებოვანი ლენტის შერეულ ბიოლოგიურ კვლებში გამორიცხულია", _ ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

დემურიშვილის ადვოკატი ინტერესდება, "ვისია ეს გენეტიკური პროფილის კვალი, როდესაც იზოლენტზე შეხება მხოლოდ დაზარალებულსა და დანაშაულის რეალურ ჩამდენ პირს ჰქონდათ?! რა საგამოძიებო მოქმედებები, რა დამატებითი ღონისძიებები ჩაატარეს რომ რეალურ დამნაშავეზე გასულიყო?!" _აღნიშნავს კაკაბაძე.

ამასთან,  კაკაბაძე ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს განაჩენში აქვს მითითებული, რომ თითქოს კიბიდან და შესასვლელიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვების გენეტიკური პროფილი შეესაბამება გიორგი დემურიშვილის გენეტიკურ პროფილს. თუმცა, მისივე თქმით, დაზარალებული თავის ჩვენებაში არ ადასტურებს იმას, რომ თავდამსხმელი პირი სიგარეტს ეწეოდა.

"საერთოდ ტრაგიკომიკურია იმაზე მითითება და იმის დაჯერება-წარმოდგენა, რომ თურმე თავდამსხმელი იმ ძალიან მცირე დროის განმავლობაში თავს დაესხა სასწრაფოდ დაზარალებულს, "გასკოჩა", სასწრაფოდ დაიწყო ნივთების ძებნა და გაიქცა, ამავდროულად კი, თურმე მეორე ხელით სიგარეტს ეწეოდა. თან თურმე იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში რამდენიმე ღერის მოწევა მოასწრო და სიგარეტის ნამწვები ძირს დაყარა. მითუმეტეს, როგორ შეიძლება სიგარეტი მოწიოს ადამიანმა, თუ მას კაშნე უკეთია და ამით ცდილობს სახის დაფარვას?! ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზუსტად იმ დროს, რა დროსაც, მტკიცებულებების თანახმად, ყაჩაღობა მოხდა, გიორგი დემურიშვილი ლაპარაკობდა ტელეფონით. როგორც დეტალური ამონაწერიდან ირკვევა, გიორგი დემურიშვილი იმყოფებოდა "ევროპა-ბეთში", _ აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე, ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ გამოძიების მიერ წარდგენილი ავტომობილის ფოტოსურათები და ვიდეომასალა ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, რითაც შემთხვევის ადგილთან დემურიშვილის ავტომანქანის ყოფნა უნდა დადასტურებულიყო ასეთის არსებობის შემთხვევაში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოფირებზე დაფიქსირებული ავტომობილის გამოსახულება, სავარაუდოდ, იდენტურია დემურიშვილის მანქანის ფოტოგამოსახულებისა. მოსამართლემ კი, განაჩენში  დადასტურებულად აღნიშნა, რომ მანქანა ერთიდაიგივეა.

გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქმეში არ დევს ბრალდებულის ამოცნობის ოქმი.

"გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ნათელა მინდაძე დეტალურად აღწერს თავდამსხმელს, საქმეში არ დევს დაზარალებულის მიერ პირის/თავდამსხმელის ამოცნობის ოქმი. თუ დაზარალებულმა თავდამსხმელის ამდენი ფიზიკური მახასიათებელი დაინახა, რით აიხსნება ის, რომ საქმეში არ დევს ასეთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას _ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რითაც ბრალდება შეძლებდა გაემყარებინა საკუთარი პოზიცია? ამის მიზეზი არის ის, რომ დაზარალებულმა, როდესაც გამოძიებას სურდა ამოცნობის ჩატარება, არ მიუთითა გიორგი დემურიშვილზე, როგორც თავდამსხმელ პირზე და მიუთითა, რომ თავდამსხმელი პირი განსხვავდებოდა გიორგი დემურიშვილისგან. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ამოცნობის ოქმი", _ აღნიშნავს ადვოკატი.

დემურიშვილის უფლებების დამცველს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია (მაია თეთრაული, გერონტი კახეთელიძე, კახაბერ მაჭავარიანი) იმსჯელებს საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და გიორგი დემურიშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსჯავრდებულ გიორგი დემურიშვილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ამის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშიც არის აღნიშნული, რის გამოც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მან სასჯელი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

განაჩენში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ჩადენისას გიორგი  დემურიშვილი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით, ორგანული პიროვნული აშლილობით, თუმცა თავისი ქმედების გააზრება შეეძლო. შემდგომ კი, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქიკური აშლილობა – პარანოიდული ფსიქოზი, რის გამოც, არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად გიორგი დემურიშვილი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოსამართლის განაჩენით, მან სასჯელი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

"გურია ნიუსი" პროცესების მსვლელობას თვალს ადევნებს და კიდევ ერთ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარე, პროკურორი ია მეფარიშვილი ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს. დაზარალებული ქალბატონი ნათელა მინდაძე კი, გარდაცვლილია.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დაბალი ტემპერატურა და ნალექი თოვლის სახით _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო